lalig-inteledu.blogpost.com
суббота, 5 марта 2016 г.
მეცხრე დღის რეფლექსია
დავამთავრეთ ტრენინგი,რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ტექნოლოგიებთ გამდიდრებული პროექტი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვისწავლეთ ბლოგების წარმოებაც. დღეს გვქონდა ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია,მივიღეთ კოლეგებისგან და ტრენერისგან უკუკავშირი,რაც დაგვეხმარება პროექტის უკეთ განხორციელებაში.
მადლობა ჩვენ ტრენერს.
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყეთ. მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები და რეკომენდაციები. შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.დავასრულეთ გეგმის შაბლონში მუშაობა. მოვაწესრიგეთ პორტფელიო
воскресенье, 28 февраля 2016 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღე გამეორებით დავიწყეთ. გავეცანით მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკებს და მოვახდინეთ პროექტის შესაბამისად მისი ადაპტირება. გავიხსენეთ პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება. შევისწავლეთ გუგლ დრაივში თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად და ბოლოს მივიღეთ დავალებად დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ პროექტის მიმდინარეობა.
суббота, 27 февраля 2016 г.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების შემოწმებით დაიწყო, მივიღეთ რეკომენდაციები და ჩავასწორეთ ნამუშევრები. მუშაობა დავიწყეთ პროექტის შეფასების გეგმაზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვისწავლეთ პორტფელიოს გამოქვეყნება და გასაჯაროება ბლოგზე.
понедельник, 22 февраля 2016 г.
воскресенье, 21 февраля 2016 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
გავიხსენით წინა დღის ნასწავლი. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. გავაკეთეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, ავტვირთეთ დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებებს, მივიღეთ დავალება გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.
суббота, 20 февраля 2016 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
დღე ორგანიზაციული საკითხებით დაიწყო. გავიმეორეთ განვლილი მასალა. ბლოგზე ავტვირთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, წავიკითხეთ და მივიღეთ ტრენერისგან უკუკავშირი. დავიწყეთ მუშაობა ვირტუალურ დისკზე გუგლ Drive-ზე, შევქმენით საქაღალდეები. ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და მივიღეთ საშინაო დავალება.
მიმართულების მიმცემი შეკითხვები
ზოგადი კითხვა:
* როგორ მეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
თემატური კითხვა:
* რით გვიადვილებს წილადების ცოდნა ცხოვრებას?
* როგორ გამოიყენება წილადები ყოფაცხოვრებაში და საჭიროა თუ არა ისინი საქმის უკეთ გასაკეთებლად?
* როგორ გამოიყენება წილადები ყოფაცხოვრებაში და საჭიროა თუ არა ისინი საქმის უკეთ გასაკეთებლად?
შინაარსობრივი კითხვა:
* რა არის წილადი?
* როგორ წილადებს ვიცნობთ?
* რას გვიჩვენებს წილადის მრივხველი და მნიშვნელი?
воскресенье, 14 февраля 2016 г.
მესამე დღის რეფლექსია
დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა, ბლოგზე დავწერე ჩემი პროექტის იდეა, გავაკეთეთ უკუკავშირი კოლეგებთან. გამოვიყენე ესგ 2011-2016 სასწავლო წლის გეგმა და მოვარგე ჩემს პროექტს სტანდარტები და ინდიკატორები. ნაწილობრივ შევავსე პროექტის გეგმის შაბლონი. გავეცანი პროექტის მიზნებისა და ამოცანების რუბრიკას.
სასწავლო ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- თეორიაში ათვისებული მასალის პრაქტიკაში (ცხოვრებაში) გამოყენების უნარ-ჩვევების დემონსტრირებას.
- ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
- საინფორმაციო ბუკლეტის და მოძიებული რესურსების საფუძველზე პრეზენტაციის საშუალებით დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგენას.
суббота, 13 февраля 2016 г.
ჩემი პროექტის იდეა
მათემატიკა არის მეცნიერება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ცხოვრებასთან, სადაც უხვადაა წილადების შემეცნების სხვადასხვა მაგალითები, რომელთა არსებობა მშვენიერებისა და სილამაზის არსებობასთან ასოცირდება. ადამიანის ხელით წილადების გამოყენების უამრავი ნიმუში იქმნება. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა ჯგუფებში მოიძიებენ და შეისწავლიან წილადების გამოყენების მაგალითებს პრაქტიკაში, კულინარიასა თუ მუსიკაში, გაიფართოვებენ თვალსაწიერს. შექმნიან საპრეზენტაციო პროგრამებს, დაამზადებენ ბროშურებს, მოიძიებენ ან გადაიღებენ შესაფერის სურათებს. ბოლოს გააკეთებენ პრეზენტაციას.
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღე ძალიან საინტერესო და აქტივობებით დატვირთული იყო. ერთმანეთს გავაცანით ჩვენს მიერ არჩეული პროექის იდეები. დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა. საზოგადოების ინფორმირებისათვის, პროექტის გასაცნობად გავამზადეთ შაბლონი და დავიწყეთ ბუკლეტის შექმნა.
пятница, 12 февраля 2016 г.
ინტელის ტრენინგი დაიწყო . . .
დაიწყო ტრენინგი საინტერესოდ. გავეცანი ინტელის მიზნებს, როგორც სასწავლო პროგრამას. შევქმენი ბლოგი. გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში თემის შინაარსის განთავსების უნარ-ჩვევებს. დღევანდელმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. ამ ტრენინგით კმაყოფილი ვარ, ვსწავლობ პროექტების შექმნას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)