суббота, 5 марта 2016 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

დავამთავრეთ ტრენინგი,რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავგეგმოთ და განვახორციელოთ ტექნოლოგიებთ გამდიდრებული პროექტი, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვისწავლეთ ბლოგების წარმოებაც. დღეს გვქონდა ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია,მივიღეთ კოლეგებისგან და ტრენერისგან უკუკავშირი,რაც დაგვეხმარება პროექტის უკეთ განხორციელებაში. მადლობა ჩვენ ტრენერს.

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგი საშინაო დავალების შემოწმებით დავიწყეთ. მოვისმინეთ ტრენერის შენიშვნები და რეკომენდაციები. შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.დავასრულეთ გეგმის შაბლონში მუშაობა. მოვაწესრიგეთ პორტფელიო

воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღე გამეორებით დავიწყეთ. გავეცანით მოსწავლეთა პროექტის შეფასების რუბრიკებს და მოვახდინეთ პროექტის შესაბამისად მისი ადაპტირება.  გავიხსენეთ პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება.  შევისწავლეთ გუგლ დრაივში თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად და ბოლოს მივიღეთ დავალებად დავწეროთ და გამოვაქვეყნოთ პროექტის მიმდინარეობა.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების შემოწმებით დაიწყო, მივიღეთ რეკომენდაციები და ჩავასწორეთ ნამუშევრები. მუშაობა დავიწყეთ პროექტის შეფასების გეგმაზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვისწავლეთ პორტფელიოს გამოქვეყნება და გასაჯაროება ბლოგზე.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

გავიხსენით წინა დღის ნასწავლი. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. გავაკეთეთ მასწავლებლის პრეზენტაცია, ავტვირთეთ   დრაივში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებებს, მივიღეთ დავალება გავაკეთოთ მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  პრეზენტაცია.

პორტფოლიოს პრეზენტაცია